17.04.2024 | 20:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც რუსეთში ომის შემდეგ შევიდნენ, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლება ექნებათ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის პასპორტის მქონე იმ პირებს, რომლებიც რუსეთში "სპეციალური სამხედო ოპერაციის" შემდეგ შევიდნენ, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ექნებათ.

მედიის ცნობით, აქამდე უკრაინის მოქალაქეებს რუსეთში დარჩენა მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში შეეძლოთ.

უფრო ხანგრძლივი დარჩენის ან მუშაობისთვის საჭირო იყო სპეციალური ავტორიზაცია ან მუშაობის ნებართვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი იუწყება, დროებითი განკარგულების მიხედვით, ახალი ზომები უკრაინის მოქალაქეებსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს, უფლებას აძლევს, იცხოვრონ და იმუშაონ რუსეთში სამუშაო ნებართვისა და "ვადების გარეშე".

ამასთან, განკარგულება კრძალავს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ საქმე ეხება ციხიდან გათავისუფლებულ ან რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირებს.

დღის გადაცემები