16.04.2024 | 14:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
The New York Times - კიევი ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს

The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.

როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, მუნიციპალური მუშები 1000 თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელიც შესაძლოა გაორმაგდეს.

ინჟინრები კი საჭირო აღჭურვილობის გარეშე, რუსი აგრესორების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას ცდილობენ.

"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა", - განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ძალების მიერ კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია.

დღის გადაცემები