23.04.2024 | 07:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სამხრეთ კორეა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია

სამხრეთ კორეა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, 110 მაშველს გზავნის, რომელთაგან 50 სამხედრო პერსონალია.

მედიის ცნობით, ოფიციალური სეული ანკარას გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიონი დოლარის დახმარებას უკვე დაჰპირდა.

ამასთან, თურქეთში, ადანას აეროპორტში უკვე ჩავიდა ჩინეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი 82-კაციანი სამაშველო ჯგუფი.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ს ცნობით, ჩინელმა მაშველებმა 20 ტონა სამედიცინო და სხვა სამაშველო აღჭურვილობა ჩაიტანეს. მათ ასევე თან ახლავთ ოთხი სამძებრო-სამაშველო ძაღლი.

დღის გადაცემები