27.04.2024 | 04:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სამხრეთ კორეა - პენტაგონის დოკუმენტების ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, გაყალბებულია

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ინფორმაციის "საკმაოდ დიდი რაოდენობა" გაყალბებულია.

ამასთან, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მხოლოდ სამხრეთ კორეის შესახებ ნაწილებია გაყალბებული, თუ ზოგადად დოკუმენტები.

გაჟონილ დოკუმენტებში აღწერილია სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორ მაღალჩინოსანს შორის საუბარი, რომელიც აშშ-ის მხრიდან საბრძოლო მასალის მოთხოვნას შეეხება. დოკუმენტების თანახმად, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც აშშ უკრაინას გაუგზავნის, დაარღვევს სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომლის თანახმად ქვეყანა ომში მყოფ ქვეყნებს ლეტალურ დახმარებას არ აწვდის. დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა წამოაყენა წინადადება, რომ საბრძოლო მასალა პოლონეთს მიჰყიდონ.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს დილით აშშ-სა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგას განუცხადა, რომ ამ საკითხზე აშშ-ს კომუნიკაცია ექნება და სრულად ითანამშრომლებს სეულთან.

დღის გადაცემები