25.04.2024 | 00:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზარქუა: "დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა უარს ვამბობთ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ 24 თებერვალს უკრაინამ საქართველო, სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, კიევში მიიწვია. თუმცა, ზარქუა აცხადებს, რომ საქართველო მიწვევაზე უარს ამბობს.

"როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ", - თქვა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის პარლამენტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიწვია.

მისივე თქმით, უკრაინის მიწვევაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა. 

დღის გადაცემები