23.04.2024 | 22:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ზარქუა: "იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მოსახლეობა წამებაში გამოატარა, მორალური უფლება არ აქვს "ქართული ოცნების" გუნდს და მის პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს"

აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

"გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა მათ შორის ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს... ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი - ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. მოსმენამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დღის გადაცემები