13.12.2024 | 05:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საპენსიო რეფორმის გამო საფრანგეთში პროფკავშირები გაიფიცნენ

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები და გაფიცვები გრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა შეფერხებულია სარკინიგზო გადაადგილება და სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ასობით სკოლაში.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ასევე გაიფიცნენ დასუფთავების თანამშრომლები. შექმნილი ანტისანიტარიის გამო ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო. საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დღის გადაცემები