26.04.2024 | 10:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
Aljazeera: "ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე, ჯენინის დარბევის შემდეგ ესკალაციის საფრთხე არსებობს"

ისრაელმა ღაზას სექტორზე ერთი დღის შემდეგ, რაც ებრაულმა ძალებმა ჯენინში ლტოლვილთა ბანაკში პალესტინელები მოკლეს, საჰაერო შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ aljazeera იტყობინება. 

როგორც aljazeera-ს ღაზას სექტორიდან ადგილობრივმა წყაროებმა განუცხადეს, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ტერიტორიის ცენტრში ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკს დაარტყეს. პარასკევს გამთენიისას სულ მცირე 13 საჰაერო დარტყმა მიაყენეს. 

ასევე დაზარალდა ალ-ზაიტუნის უბანი ღაზას ქალაქის სამხრეთით, ისევე როგორც ღია ტერიტორია ბეიტ ჰანუნის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ღაზაში.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ისრაელის უპილოტო თვითმფრინავებმა ორი რაკეტა ღაზაში მდებარე სამიზნეებს ესროლეს. 

aljazeera-ს კორესპონდენტის მარამ ჰუმაიდის თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

რაც შეეხება თავად ოფიციალური ისრაელის განცხადებას, მათ თავის მხრივ თქვეს, რომ ორი რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით და გადაწყვეტილებაც სწორედ ამას მოჰყვა. 

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. 

ჰამასის სპიკერმა ჰაზემ ქასემმა თქვა, რომ შეიარაღებული ჯგუფები ღაზაში განაგრძობენ პალესტინელი ხალხის დაცვას. 

დღის გადაცემები