19.04.2024 | 23:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი საერთაშორისო ურთიერთობებს გადახედავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებს გადახედავს. 

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ  ისრაელი "უმოქმედობის ნაცვლად ხელს შეუწყობს აქტიურ, ენერგიულ, პასუხისმგებელ და ეროვნულ პოლიტიკას".

იერუსალიმში გამართულ კონფერენციაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება, რეგიონში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ნეთანიაჰუს განცხადებით, ის გეგმავს ბირთვული არსენალის შექმნის თაობაზე ირანის განზრახვას ებრძოლოს. 

"ჩვენ გადავხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს. ჩვენს ხმას გაიგებენ მთელ მსოფლიოში. ნაცვლად თავის დახრისა, ჩვენ ჩვენს ინტერესებს დავიცავთ", - აცხადებს ნეთანიაჰუ.                

დღის გადაცემები