26.04.2024 | 03:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს, თუ ამას სთხოვენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება განიხილოს, თუ ამას ორივე ქვეყანა და შეერთებული შტატები სთხოვენ.

"თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ს ინტერვიუში და დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა "სწორი დრო და შესაფერისი გარემოებები".

ნეთანიაჰუს მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შუამავლობა მას გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იყო და არა პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, ვინ სთხოვა შუამავლის როლის შესრულება, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს თხოვნა "არაოფიციალური" იყო.

დღის გადაცემები