25.04.2024 | 21:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობის წევრებს მოუწოდებს, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ისრაელის მთავრობის ფორმირებიდან და პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ არჩევიდან ორი თვის გასვლის შემდეგ ის თეთრ სახლში ჯერ არ მიუწვევიათ. ამასთან, ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათ შორისაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს

დღის გადაცემები