27.04.2024 | 14:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მთავრობამ საკანონმდებლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

"მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო", - აღნიშნულია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ისრაელში საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგი იყო. რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.

დღის გადაცემები