18.04.2024 | 23:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მედია: "რუსეთი ისრაელს სთხოვს, სირიიდან უკრაინაში იარაღის გადატანას ხელი არ შეუშალოს"

რუსეთმა სთხოვა ისრაელს არ ჩაერიოს და ხელი არ შეუშალოს მის ძალისხმევას სირიიდან უკრაინაში თავდაცვის აღჭურვილობის გადასატანად, - ინფორმაციას ისრაელის მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში აწარმოებენ მოლაპარაკებებს კრემლის შეშფოთებასთან დაკავშირებით.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და რუსეთი დიდი ხანია კოორდინირებას უწევენ თავიანთ მოქმედებებს სირიის საჰაერო სივრცეში, რათა თავიდან აიცილონ რაიმე შეტაკება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დღის გადაცემები