24.04.2024 | 18:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ, რაც მოგვიანებით ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.

პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

პარლამენტის დათხოვნაზე კანონპროექტი ქნესეთს მომავალ კვირას წარედგინება. მიღების შემთხვევაში კი, გასულ წელს დადებული კოალიციური შეთანხმების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იაირ ლაპიდი დაიკავებს.

როგორც მედია წერს, ბოლო ოთხ წელიწადში, ისრაელში ეს მეხუთე არჩევნები იქნება.

ნაფტალი ბენეტისა და იაირ ლაპიდის მთავრობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არიან ისრაელის ხელისუფლებაში. ის რვა პარტიისგან შემდგარი კოალიციიდან ჩამოყალიბდა.

დღის გადაცემები