13.12.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: "პუტინი ომისთვის დიდხანს ემზადებოდა და ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს"

როგორც შოლცმა განაცხადა, რუსეთში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ან კიდევ უფრო ადრე მიიღეს. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდების შენელება გამოწვეული იყო გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების აუცილებლობით. შოლცმა ასევე აღიარა, რომ რუსულ ენერგიაზე ამგვარი დამოკიდებულება ევროპული ქვეყნების შეცდომა იყო. "არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს – და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ასე რომ, იგი შეძლებს ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს. საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგი და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ყველა ენერგორესურსის გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს".

დღის გადაცემები