13.12.2024 | 02:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ილია მეორე - კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს

გილოცავთ მარიამობას, დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა.

გარდა ამისა, პატრიარქმა თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს სიონობაც მიულოცა.

"ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა; შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ. ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს.

აი, თქვენ ახლა იგალობეთ - "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო".

კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ გელა სადუნაშვილს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს!

ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წავიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი "გიხაროდენ, სძალო უსძლოო".

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი!",- განაცხადა ილია მეორემ.

დღის გადაცემები