18.04.2024 | 08:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც მისი "ავემარია""სიქსტის კაპელაში" გაჟღერდა, დამტკიცდა, რომ საქართველო ევროპაშია.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერონული თანხმობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ერთად კეთდება, ის საქმე გამოდის და „სწორედ ამ ეროვნული თანხმობით შევაბიჯებთ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანი და დავივიწყებთ ქიშპობას“.

"მინდა აქედან [ვატიკანიდან] მივმართო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი "ავემარია" გაჟღერდა "სიქსტის კაპელაში", მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის გადაცემები