19.04.2024 | 00:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "დეოლიგარქიზაციის კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი - ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის!"

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობა" და "ლელო" - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან "ლელოში" ხაზარაძე - ჯაფარიძე და "ნაცმოძრაობაში" - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

დღის გადაცემები