20.04.2024 | 03:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს"

ეს აჟიოტაჟი ბაკურიანის შეკრებას საეჭვოდ დაემთხვა, სადაც რევოლუციების ექსპერტი პიტერ აკერმანი "ნაცმოძრაობას", მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და NGO-ებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა - არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გათვლით, საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, რასაც საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრების ახალგაზრდების მღელვარება და "ნაცმოძრაობის" მიერ ხელისუფლების გადატრიალება უნდა მოჰყვეს. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკის წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავის რეაქცია ექნება.

ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა კობახიძემ

დღის გადაცემები