23.04.2024 | 18:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ საკუთარი ცოდვები მოინანიონ, დანაშაულები გამოასწორონ და სხვა რამეზე მერე ილაპარაკონ"

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, იქამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.

კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლება "კრიმინალ სააკაშვილს ქვეყანაში წლების განმავლობაში ინახავდა".

"რაც შეეხება ზელენსკის, მასთან დაკავშირებით მე განცხადებას შეგნებულად არ გავაკეთებ, მაგრამ განცხადებას გავაკეთებ უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი ისტორიული მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, რაც არის უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში წლების მანძილზე ინახავდა და ისინი დღემდე ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს. მათ შორის, არიან წამებაში და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს ისინი უკრაინაში დღემდე ინახავენ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მათ სასჯელი შეფარდებული აქვთ შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობებზე უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი გამოგზავნილ იქნა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი".

რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას, როგორც მან აღნიშნა, "საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხის ხარჯზე სურს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ამცირებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს".

დღის გადაცემები