08.05.2024 | 04:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ კვლავ ტინი კოქსი აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მეორე ვადით ტინი კოქსი აირჩიეს. ის ასამბლეას კიდევ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ასამბლეის ზამთრის სესიას სტრასბურგში საქართველოს დელეგაციაც ესწრება. დელეგაციის წევრებმა სწორედ კოქსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ტინი კოქსს.ეს არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც არჩეულია კონკრეტული კვოტით, ხვდება მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა. იყო მეორე კანდიდატიც, მაგრამ ჩვენ არსებითად მხარს ვუჭერთ ტინი კოქსს და პრაქტიკის გაგრძელებას,რომელიც ასამბლეაშია ჩამოყალიბებული.ალტერნატიული კანდიდატი ბატონი მერეშკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც იყო ჩართული იმ ცვლილებების მიღებაში, რომელიც წინა სესიაზე აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მე ვგულისხმობ ცვლილებას, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა სესიის რეზოლუციაზე.ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც არ დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა აქვს ტინი კოქსს", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის წინ.

დღის გადაცემები