25.04.2024 | 10:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია - როდესაც შენ იმსახურებ კომპლიმენტებს სალომე სამადაშვილისგან, ყველაფერი დღესავით ნათელია

პრეზიდენტმა ხომ დასვა კითხვა, სად დგას - სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია, იქ დგას სალომე ზურაბიშვილიც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ მასთან მივიდნენ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. როდესაც შენ იმსახურებ კომპლიმენტებს სალომე სამადაშვილისგან, ყველაფერი დღესავით ნათელია", - განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები