27.04.2024 | 09:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა - მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა, ტაბლოზე მხოლოდ 52 დეპუტატი დაფიქსირდა. შედეგად კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა და მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.

სხდომაზე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიზნით არ აპირებდნენ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციის გავლას.

"კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას", - აღნიშნა კობახიძემ.

რეგისტრაციაში მონაწილეობა მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიღეს, კენჭისყრის პროცედურის დაწყებისთვის კი სხდომაზე პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

გუშინ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. გუშინ სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა.

დღის გადაცემები