13.12.2024 | 02:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი: ეკა სეფაშვილი

"ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკის მიმართ - საშინელებაა, როცა ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს.

ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არგუმენტი, რატომ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. უბრალოდ, უნდათ და მორჩა - ეს არის მათი მიდგომა.
გუშინ, განხილვაზე, უმრავლესობის მხრიდან მთელი რიგი კითხვები დაისვა. საუბარი იყო იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში აქვს სასამართლოს, ასევე, ხალხის მიერ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვის შესახებ. ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა. მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ცუდი შეფასებებიც გვაქვს მოსმენილი ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულიო, თუმცა ზუსტად არ გაგვაცნეს რაზე საუბრობდნენ. ისინი უბრალოდ შემოიფარგლებოდნენ ზოგადი საუბრებით, რომ თურმე ეს კომისია კარგია საქართველოს განვითარებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი არგუმენტი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეიძლება გაჟღერდეს, თეონა აქუბარდიასგან მოვისმინე.
მან თქვა, რომ კი, ამ მოსამართლეებს დაუწესეს სანქცია, მაგრამ მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს და ახლა ჩვენ ამ კომისიის საშუალებით მტკიცებულებები უნდა შევქმნათო. სრული აბსურდი! ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს ამ შემთხვევაში ამერიკის მიმართ - რადგან ამერიკამ თქვა, ე.ი. შავით თეთრზე წერია; როგორც ამერიკა იტყვის, ისე იქნება და ა.შ. ეს არის საშინელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რა დროსაც ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს და ვალდებულებად მიიჩნევს ამერიკის ნებისმიერ განკარგულებას დაემორჩილოს.
მართალია, აშშ-ს არგუმენტები არც ჰქონდა, მაგრამ მათ არც სჭირდებათ არგუმენტები, თუმცა რადგან ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავსვით კითხვა - რა არგუმენტებზე დაყრდნობით დაუწესდა ოთხ ადამიას სანქცია, იგივე, მოსამართლეებიც კითხულობენ და ერთ-ერთი მათგანი გასაჩივრებას აპირებს. ამ ყველაფრისთვის პასუხის გასაცემად, ქალბატონ აქუბარდიას აზრით, სრულიად პარლამენტი უნდა დაჯდეს, მოიძიოს ეს არგუმენტები და დადოს“.
დღის გადაცემები