26.04.2024 | 09:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: "ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების ერთ- ერთი მაღალჩინოსანი, უმძიმეს პროვოკაციას გეგმავენ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით"

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების ერთ- ერთი მაღალჩინოსანი, უმძიმეს პროვოკაციას გეგმავენ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროვოკაციას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანი აქვს.

"მინდა გავაფრთხილო ეს მავნებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ისინი ამ მავნებლურ ქმედებაზე არ იტყვიან უარს, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები. მათი მიზანია ამის შედეგად მოხდეს დესტაბილიზაცია საქართველოში, აირიოს სიტუაცია და ის გეგმა, რაც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. ვაფრთხილებ, დასახელდება მათი გვარები და იქნება რეაგირება,"- განახადა ყაველაშვილმა.

დღის გადაცემები