25.04.2024 | 06:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის წარმომადგენლობა: "მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება "ქართული ოცნების" განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

დღის გადაცემები