26.04.2024 | 14:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეკა სეფაშვილი: "ბოკერიამ უკვე აღიარა, რომ ეს კანონი არ არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ გადატრიალება უნდათ"

რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი მიზნების შესასრულებლად ის ხალხი გამოიყვანა, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს სტაბილური განვითარება ევროპული ინტეგრაციის გზით,- ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

"ბოკერიამ უკვე აღიარა, რომ ეს კანონი არ არის მნიშვნელოვანი, მათ მხოლოდ გადატრიალება უნდათ და როგორც წინა, ასევე, ამ შემთხვევაში ისტორია მეორდება. მათ გამოიყვანეს ის ხალხი, რომლებსაც გულწრფელად უნდათ საქართველოს სტაბილური განვითარება ევროპული ინტეგრაციის გზით, ეს ხალხი გამოიყვანეს თავიანთი მიზნების შესასრულებლად და მათი მიზანია ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის ომში ჩართვა",- განაცხადა სეფაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: "მნიშვნელოვანია, ფოკუსი მთლიანად იყოს მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე - მხოლოდ ეს არის გამოსავალი ჩვენი ვითარებიდან".

პარლამენტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

დღის გადაცემები