18.04.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მიხეილ ჟღენტი: "ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია"

ამ ეტაპზე ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა, მიხეილ ჟღენტმა განაცხადა.

სხვა საკითხებთან ერთად იგი "აგენტების ამერიკულ კანონპროექტსაც" შეეხო.

"კანონპროექტში გამჭვირვალეობაზეა საუბარი. მე ახლა ამ კანონპროექტის განხილვაში არ შევალ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი, სააკაშვილის ჩამოყვანა, რუსეთთან დაპირისპირება და ომში ჩაბმა, ჩემთვის ერთი საერთო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია და ამაზე მიდის მცდელობა. სააკაშვილზე ვერ გამოიყვანეს ხალხი, რადგან ხალხმა იცის, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემებისა სააკაშვილის გამო ხალხი ქუჩაში არ გავა. უკრაინის მხარდამჭერი პირველი მიტინგი რომ ჩატარდა, ჩემი ახლობლები იმყოფებოდნენ იქ და ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ, რადგან მიშაზე დაიწყეს საუბარი", - განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამ ეტაპზე ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია.

დღის გადაცემები