26.04.2024 | 21:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები კვლავ განათავსეს

პარლამენტის შენობის წინ კვლავ განათავსეს რკინის ჯებირები, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეებმა წააქციეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა, რკინის ჯებირები პარლამენტის უკანა მხარესაც დააბრუნეს.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

საკანონმდებლო ორგანოსთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცნობისთვის, დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

დღის გადაცემები