28.11.2022 | 18:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა - აზერბაიჯანული მხარე ბრალდებას უარყოფს

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 23 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომეხი სამხედრო დაიჭრა, სიცრუეა. კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას", - აცხადებენ უწყებაში.

დღის გადაცემები