26.04.2024 | 22:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვახტანგ ძაბირაძე: "ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ აეროპორტში ალიევს დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი და არა პრემიერი"

პრეზიდენტი რომ საქმის კურსში არ ჩააყენეს, ეს ბავშვური საქციელია, რომელიც ზოგადად "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში გუშინდელი ვიზიტი შეაფასა.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, მისთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო როგორც ვიზიტი, ისე ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის შესახებ არაფერი იცოდა.

"პროტოკოლს რომ თავი დავანებოთ, თუ ზოგადად შევხედავთ, ისეთი პირი უჩანს ამ ვიზიტს, რომ შესაძლოა, პრემიერმაც კი ბოლო წუთებში გაიგო ამის შესახებ. ალიევი და აზერბაიჯანი ჩვენთვის სხვა კატეგორიის პარტნიორია, ჩვენი ურთიერთობის ბევრი ფაქტორია. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ აეროპორტში ალიევს დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი და არა პრემიერი. პრეზიდენტი რომ საქმის კურსში არ ჩააყენეს, ეს ბავშვური საქციელია, რომელიც ზოგადად "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია. მათ არ აინტერესებთ პრეზიდენტი, ყველგან და ყველაფერში იგნორირებას უკეთებენ. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშებს ჰგავს - რომ გაბრაზდები და განაწყენდები. მე ვერ ვხედავ, სად ჩანს აქ სახელმწიფოებრივი მიდგომა?- განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს, როდესაც ალიევი ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ამის ქვეტექსტი ის არის, რომ "ალიევსა და ღარიბაშვილს შორის არის ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა".

"მეორე ფაქტორია ის, რომ თბილისს გვერდი აუარეს და „შატო მუხრანში“ წაიყვანეს. ამით რაღაც არაფორმალური მოხდა. თანაც, თუ გადავხედავთ პრესკონფერენციას, იქ არც ერთ და არც მეორე მხარეს ახალი და მოულოდნელი არაფერი უთქვამს. კითხვა ჩნდება - გაურკვეველია, რატომ ჩამოვიდა ალიევი. იმისთვის ჩამოვიდა, რომ ელაპარაკა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, ბაქო-თბილისი-ყარსზე და სუფსაზე? ხომ ისედაც ვიცით, რომ ფუნქციონირებს და უნდა გაიზარდოს და აქ არც რამეა საკამათო. შესაძლოა, ლაპარაკი იყოს სამეულის სადისკუსიო ფორმატზე, რომელიც ალიევმა პრაღაში დააანონსა - საუბარია საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთზე. მან თქვა, რომ სადისკუსიო ფორმატი შეიძლება გავხსნათ. აქ მთელი პრობლემებია - არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხი, იგივე გარეჯის პრობლემაა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

დღის გადაცემები