24.04.2024 | 20:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმირ პუტინი სოჭში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 31 ოქტომბერს შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს. ერთი თვის წინ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა 2020 წლის სისხლიანი ომის შემდეგ. პუტინი ნიკოლ ფაშინიანსა და ჰეიდარ ალიევს შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში უმასპინძლებს.

შეხვედრის ინიციატივა პუტინს ეკუთვნის. კრემლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და "შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად".

პუტინი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს თითოეულ ლიდერთან, განაცხადა კრემლმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გარშემო. სომეხმა სეპარატისტებმა ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონზე, რომელიც აზერბაიჯანის ნაწილია, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში დაამყარეს კონტროლი. ბრძოლების შედეგად 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ორ მხარეს შორის კვლავ იფეთქა ომმა 2020 წლის შემოდგომაზე, როცა ექვსი კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით სომხეთმა დაკარგა კონტროლი ყარაბაღის ნაწილებზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდა. სამშვიდობო შეთანხმებით რეგიონში განლაგებულია რუსეთის 2000 ჯარისკაცი სამშვიდობო კონტინგენტის სახით.

დღის გადაცემები