19.04.2024 | 06:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "ზურაბიშვილი ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა"

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილი ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის "სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება".

"საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს", - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს, 24 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დღის გადაცემები