24.04.2024 | 17:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პოდოლიაკი: "ნეთანიაჰუ შეიძლება გახდეს ეფექტიანი შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის"

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიძლება ეფექტიანი შუამავალი გახდეს. 

პოდოლიაკის მოსაზრებით, ნეთანიაჰუს ესმის თანამედროვე ომების ნიუანსები.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ნეთანიაჰუ შეიძლება იყოს ეფექტური შუამავალი, რადგან მას ზუსტად ესმის, რა არის თანამედროვე ომები და რა არის შუამავლობის არსი ასეთ პირობებში", - განაცხადა პოდოლიაკმა.

თუმცა, მან განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს რეალური მოლაპარაკებები.

"რუსეთს მხოლოდ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად სურს მოლაპარაკება", - დასძინა პოდოლიაკმა.

დღის გადაცემები