13.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: "მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების თემას არ მოვეშვებით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბოლომდე მოუწევს პასუხის გაცემა ან მტკიცებულებებით, ან ამ თემის უკან გაწვევით"

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა რადიო "ფორტუნას" ეთერში აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ან უნდა დაამტკიცოს, რომ მოსამართლეები კორუმპირებულები არიან, ან გამოვა, რომ მათ სასამართლოზე კონტროლის მოპოვებით ხელისუფლების კონტროლი სურთ, რაც მიუღებელია.

"ის, რომ აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოს იგნორირებით დადიოდა მოსამართლეებთან და ოფისი ჰქონდა სასამართლოში, არის წარმოუდგენელი და ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მტკიცებულებების გარეშე, მოსამართლეებს, რაღაც ვითომ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების გამო, კორუმპირებულები უწოდეს და ასე დაუწესეს სანქციები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმისკენ, რომ თუ კონტროლის უფლება არ გადმოგვცემთ ქართულ მართლმსაჯულებაზე, ასეთი ტიპის სანქციებს დავაწესებთო. თუმცა, შესაბამისი რეაქცია მიიღეს ხელისუფლებისგან, რის შემდეგაც თავის მართლების მსგავსი კომენტარები მოვისმინეთ მათგან, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, მხოლოდ სავიზოაო. ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება შინაარსის მხრივ ჰქონდეს, მაგრამ ფორმალურად არ აქვს, რადგან, როდესაც პარტნიორი ქვეყანა სანქციების ენით გესაუბრება, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, მტკიცებულებების გარეშე, ეს მიუღებელია. თან, ამას არც უარყოფს, რადგან არ გეუბნება ამ მტკიცებულებების შესახებ. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებები არც აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ NGO-ების გაჩუმება "საჯარო ინფორმაციაში" კორუფციის ფაქტი რომ არსებობდეს?..

ამ თემას, რა თქმა უნდა, არ მოვეშვებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბოლომდე მოუწევს პასუხის გაცემა - ან მტკიცებულებებით, ან ამ თემის უკან გაწვევით. სხვა შემთხვევაში, გამოვა ის, რაც პირდაპირაც გვითხრეს, რომ ქართული მართლმსაჯულების კონტროლის სურვილი აქვთ. ეს კი პირდაპირი გაგებით იმას ნიშნავს, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც მიუღებელია და ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის გადაცემები