13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი ხუნდაძე: "რუსებმა გააუქმეს ფრენები და მათვე უნდა აღადგინონ, ჩვენ მათთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სერგეი ლავროვის განცხადებასა და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან, დღეს ხმის ამოღების უფლება არ აქვს.

"2008 წლის ომის შემდეგ რომ სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ რუსეთს, რა რუსეთუმეები იყვნენ? როგორ არ იყვნენ, მაგრამ აღიარონ. ომის პარტია ჩაფრენილია რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე და ისინი ამჟღავნებენ განსაკუთრებულ ინტერესს მათი თითოეული ფრაზის მიმართ. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, გამოვდივართ მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან და შესაბამისად ვმოქმედებთ. რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი, ჩვენი მოსახლეობის თითქმის მესამედი. ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ამას ვერ გაიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხალხი არც ქვეყნის შიგნით აღელვებს და არც ქვეყნის გარეთ. უფრო მეტიც, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, შეუძლიათ, საკუთარი მოსახლეობაც კი ჩააბან ომში", - აცხადებს ხუნდაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა ზეწოლას განიცდის დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მიერთებას ითხოვს.

"საქართველოს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს", - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მალე

დღის გადაცემები