13.12.2024 | 02:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი ფერის ტაქსის მანქანებს, 1-ელი აპრილიდან ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენია, ზოგადად, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორი უნდა იყოს, თუნდაც, ტაქსების მიმართულება, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება და მოწესრიგება შეუძლებელია და ამან შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს ტაქსების მიმართულებით სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, ვიცით არსებული რეალობა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ტაქსების მიმართულება მოწესრიგებული, ყველანაირად განახლებული და საინტერესო სერვისი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვემსახურებით. ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპებით და კონკრეტული ნაბიჯებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც გვინდა.

ასევე, მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ავტობუსის ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს, ან ჩამოსვას, მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის შესაბამისი მანიშნებლით ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ეს ყველაფერი, რაც კეთდება, პირდაპირ და გულწრფელად ვიტყვი, მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის კეთდება, რომ მათ დავეხმაროთ გვერდში დავუდგეთ, გვესმის ამ ადამიანების, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ, ოჯახებში გარკვეული თანხები შეიტანონ, ამიტომ მათ მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. პარალელურად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვავითარებთ, გვინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო, ასევე მნიშვნელოვანია, ტაქსების მიმართულებით მოწესრიგება", - განაცხადა კალაძემ.

დღის გადაცემები