20.04.2024 | 06:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ აუზში ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს, თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც სხვა თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების გამო, გაღიზიანებული იყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საცურაო აუზ "იმედში" ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს, აუზის თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც სხვა თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების გამო, გაღიზიანებული იყო.

მისივე თქმით, საცურაო აუზის წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

"ჩვენ ვისაუბრეთ სიმართლე. ვისაუბრეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. დღეს მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადებები, არსებობს დასკვნები წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, არსებობს ასევე ყოველდღიური სინჯების აღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აუზი იყოს მოწესრიგებული და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს.

პრობლემა არის კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც გაღიზიანებულია ერთი კონკრეტული თანამშრომლის გაშვებით. ეს ისტორია ახლა არ დაწყებულა, თუმცა მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე. არ მინდა ამ თემას შევეხო, თუმცა ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მშობლის ინფორმაციით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ათობით ბავშვი და 2 მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლა. მშობლები პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

დღის გადაცემები