07.05.2024 | 18:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, კომპენსაცია 20 000 ლარამდე გაიზრდება, მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში - 30 000 ლარამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედროების დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში, კომპენსაცია 20 000 ლარამდე გაიზრდება, მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში - 30 000 ლარამდე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლებას ძალოვანი უწყებების მიმართ აქვს.

"სამხედრო კოდექსში ჩადებულია სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები. დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში სამხედროებისთვის თუ იყო 7 000 ლარი დახმარება, ახლა იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, 30 000 ლარი ერთჯერადი დახმარება იქნება. ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში, კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით, ეს ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, მისი პრემიერობის დროს და მათ შორის, პოლიციელებზე ვრცელდებოდა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების, ჩვენი გმირების მიმართ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დღის გადაცემები