26.04.2024 | 20:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ოპოზიციას მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიზანმიმართული, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა. როგორც დასკვნით სიტყვაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას ევროპარლემენტში პირდაპირ უთხრეს, რომ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი და სხვა ადამიანები საქართველოს მიზანმიმართულად მტრობენ.

"ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც ქალბატონი სალომე სამადაშვილი საუბრობს. პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, "ჰედლაინი" რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების ქვეყანა. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები