20.04.2024 | 07:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

კანცლერს საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ, ასევე შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ 15:00 საათზე, ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღის გადაცემები