25.04.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრემიერი ხანძრებზე: "არის ვერსიებიც, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსია, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს - ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა ქვეყანაში არსებულ ხანძრებზე საუბრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, საქმე დივერსიას ეხებოდეს.

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით ან სიცხის გამო იყო გამოწვეული... არის ვერსიებიც, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი. ვიცი, რომ ასეც იქნება. აქვე, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოვუწოდო. უკვე რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში წვიმა არ მოსულა. ეს ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა, მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელ ევროპასა და ამერიკაშიცაა მოდებული, რაც დიდი გამოწვევაა. ასე რომ, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები