23.04.2024 | 03:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე: "გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, ქვეყნის დასჯა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყნის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვინმემ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით დააზიანოს ქვეყანა.

"2 ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო სტატუსის გარეშე დატოვეს, ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ვიცით ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი შესრულდეს, როგორც ეს გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სტატუსს მივიღებთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო საინტერესო ადგილზე არ არის. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 10 წელია ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და ერთი საერთო მიზანი გვაქვს-საქართველოს გაწევრიანება ერთ დიდ ევროპულ ოჯახში",-განაცხადა კალაძემ.

დღის გადაცემები