23.04.2024 | 15:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კახა კალაძე უკრაინასთან ურთიერთობაზე: "მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს"

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უკრაინის ქმედებას, მაგალითად, ქვეყნიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია.

"ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მინდა მშვიდობა ვუსურვო. უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ომი გამოვლილი გვაქვს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება, ის ორმხრივი უნდა იყოს. გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, უკრაინამ, მაგალითად, ელჩი გაიწვია. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია იმას, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის გადაცემები