13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით

თბილისის მერიის პროგრამით, რომელიც სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, 2022 წელს, 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"თბილისის მერიამ აღნიშნული პროგრამა შარშან დაიწყო, რაც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ამ მიზნით ყოველწლიურად 500 ლარის ღირებულების არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა. პროგრამა, რასაკვირველია, გრძელდება. მერია მოუწოდებს თბილისში რეგისტრირებულ საპენსიო ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით.

პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ბენეფიციარი შეძლებს მედიკამენტის მიღებას სასურველ აფთიაქში. სოციალურად დაუცველ პენსიონერებს აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების გამოყენება მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის - 500 ლარის ამოწურვამდე, მრავალჯერადად შეუძლია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ვაუჩერით, ვინც აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ნამდვილად შეგიმსუბუქებთ ფინანსურ ტვირთს", - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის გადაცემები