26.04.2024 | 13:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს დაიხურება

მიმდინარე კვირის ბოლოს - 16 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია, რომელიც სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

ამასთან, დღევანდელი პლენარული სხდომით პარლამენტში მუშაობას არ დაასრულებს. მომავალ კვირას - კერძოდ კი, 22 და 23 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გაიმართება.

როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მიიღებს. გარდა ამისა, კენჭი ეყრება რიგ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ პირებს. როგორც ცნობილია, პარლამენტის დღის წესრიგში სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხი დგას.

დღის გადაცემები