18.04.2024 | 16:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - რეზოლუციაში საუბარი იყო ვენდეტაზე, რაც ცინიზმის მწვერვალია, დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საუბარია პატიმრის წამებაზე 2011 წელს, ცემის დროს მან დაკარგა გონება და როცა გამოფხიზლდა ნახა, რომ მორგში ბორკილით იყო მიბმული

რეზოლუციაში საუბარი იყო ვენდეტაზე, რაც ცინიზმის მწვერვალია. თითქოს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის არა მისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა, თითქოს ეს მსხვერპლები არ არსებობდნენ, ეს სისტემა არ არსებობდა და ეს არის პირადი ვენდეტა მის წინააღმდეგ. ამას ყველაზე კარგი პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა წაიკითხა ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2011 წელს დაკავებული პირის წამების საქმეს ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი ყოფილი პატიმრის წამების ეპიზოდი.

"ალბათ ბედისწერაა, რომ ამ რეზოლუციიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ადამიანს, რომელიც 2011 წელს დააკავეს და აქ საუბარია იმ წამებაზე, რომელიც მან განიცადა ციხეში ყოფნის დროს. საუბარია იმაზე, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, ახლადშემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა; მას ისე სცემეს, რომ კბილები ჩაემტვრა ერთ შემთხვევაში, შემდეგ მოათავსეს კარცერში სადაც დაწოლაც კი არ შეეძლო, შემდეგ შეიყვანეს საშხაპეში, სადაც მთლიანად გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და რეზინის მილით სცემდნენ. მორიგი ცემის დროს, მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილით იყო მილზე მიბმული, იმყოფებოდა ციხის მორგში გვამებთან ერთად, მარტო," -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს ამბობენ, რომ ის "დემოკრატიის შუქურაა."

" ეს ის ხალხია, რომელიც იმ დროს როცა სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი აქ ეს რეჟიმი, იყვნენ მისი აპოლოგეტები, მისი დამცველები, წარმოაჩენდნენ როგორც "დემოკრატიის შუქურას". ლინკონ მიტჩელმა დაწერა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი ისე ფარავდა მის დანაშაულებს, რომ შემდეგ, როცა ყველაფერი გამოაშკარავდა, მათ ჰქონდათ ორი არჩევანი: უნდა ეთქვათ, რომ რომ მან შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი და რომ ისინი ფუთავდნენ ამ ყველაფერს დემოკრატიად, ან მეორე გზა - თავის სიტყვას არ გადაუხვიონ და კვლავ იძახონ რომ არის დემოკრატიის შუქურა - მათ ეს მარტივი გზა აირჩიეს." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის გადაცემები