27.04.2024 | 06:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას - მისი საქმიანობა უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და მას უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურად ნეიტრალური პერსონა"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში  წერს, აუცილებელია, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელსაც მიუკერძოებელი, ხალხის ნდობით აღჭურვილი და მაღალი კლასის იურისტი უხელმძღვანელებს, კომისიის საქმიანობა კი ღიად, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში უნდა წარიმართოს.

"საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! როგორც მოვისმინე, თავად "ქართული ოცნებაც" გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას, მაგრამ აქ მთავარი ისაა, როგორი კომისია იქმნება?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ყურადსაღები იყო ფრაზა - "მნიშვნელოვანი საქმეები". იგივე "მნიშვნელოვან საქმეებზე" საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებშიც. საგამოძიებო კომისიამ სწორედ "მნიშვნელოვანი საქმეების" შესწავლა უნდა დაიწყოს. 2004 წლიდან დღემდე.

ეს კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით თუ ხატია დეკანოიძეებით. კომისია უნდა აერთიანებდეს მიუკერძოებელ, ხალხის ნდობით აღჭურვილ, მაღალი კლასის იურისტებს. იქნება ეს მინდია უგრეხელიძე თუ ჯემალ გახოკიძე.

კომისიის საქმიანობა უნდა წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში. კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პერსონა. ვიმეორებ: მიუკერძოებელი, ხალხის ნდობით აღჭურვილი, მაღალი კლასის იურისტი, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა", - წერს ირმა ინაშვილი.

დღის გადაცემები