23.04.2024 | 09:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ

პარლამენტის სხდომის დაწყების წინ განცხადებები გააკეთეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

"აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა! ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის! დიდი მადლობა!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღის გადაცემები