28.04.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ბიურომ შეიტანა, თუმცა, დღეს ეყრება თუ არა კენჭი კომისიის შექმნას, უცნობია

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში ბიურომ შეიტანა, თუმცა, დღეს ეყრება თუ არა კენჭი კომისიის შექმნას, უცნობია. შესაბამის კითხვაზე პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "შესაძლებელია, ვნახოთ, მივყვებით".

"პარლამენტის მუშაობა არ ტრიალებს მხოლოდ თქვენ დღის წესრიგზე. იცით, რომ განსახილველი საკითხები გვაქვს, განცხადებებია, შესვენება გვექნება. ამ კვირაში სხვათა შორის არ გამოვა თავდაცვის კოდექსი. გვაქვს დრო, მივყვეთ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა" დააინიცირა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ- ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.

დღის გადაცემები